დავა სოფ. ითხვისში განვითარებული მოვლენების შემსწავლელი კომისიის საქმიანობასთან დაკავშირებული  ინფორმაციისათვის

დავა საქალაქო სასამართლოში

  • მომჩივანი : მწვანე ალტერნატივა
  • მოპასუხე : საქართველოს მთავრობა
  • მოსამართლე : ბაია ოტიაშვილი
  • საქმის ნომერი : 330310022006350152 (3/7382-22)

დავის არსი :

2022 წლის მარტში ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ ითხვისში მიწამ  ჩაქცევა  დაიწყო და სოფელში უზარმაზარი ნაპრალები გაჩნდა (სიღრმე 12-15 მეტრს აღემატებოდა). რამდენიმე სახლი მთლიანად ჩავარდა, 20-მდე სახლს მიწა ნელ-ნელა გამოეცალა, ნაპრალები ყოველდღე ღრმავდებოდა და სოფლის ნაწილი მიწაში ჩაიტანა.

საქართველოს მთავრობის 2022 წლის 10 ივნისის №1016 განკარგულების საფუძველზე შეიქმნა უწყებათაშორისი კომისია, რომლის მიზანი იყო ითხვისში განვითარებული პროცესების გამომწვევი მიზეზების დადგენისა და სტიქიის არეალში მოქცეული საკარმიდამო ნაკვეთებისა და საცხოვრებელი სახლების საცხოვრებელი სახლების იდენტიფიცირება.

2022 წლის 14 სექტემბერს “მწვანე ალტერნატივამ” მიმართა საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციას და  მოითხოვა უწყებათაშორისი კომისიის მიერ წარდგენილი საქმიანობის ანგარიშებისა და პროცესთან დაკავშირებული ყველა დოკუმენტის ასლის გადმოცემა. მთავრობის ადმინისტრაციამ არ გადასცა ორგანიზაცია მოთხოვნილი ინფორმაცია.

2022 წლის 24 ოქტომბერს მწვანე ალტერნატივამ სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს. სასამართლომ  საქმეზე დაადგინა ხარვეზი – მოითხოვა გასაჩივრებული უარის – ე.წ. „ვირტუალური“ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ – სამართლებრივი აქტის წარდგენა და ამისათვის ორგანიზაცის 10 დღიანი ვადა მისცა. მწვანე ალტერნატივამ წარადგინა განცხადება სადაც დამატებით განმარტა, რომ ვირტუალური აქტის წარდგენის შესაძლებლობა არ აქვს მისი ვირტუალურობის გამო. 2022 წლის 21 ნოემბერს სასამართლომ საქმე მიიღო წარმოებაში. საქმის განხილვა ჯერ არ დაწყებულა.

მასალები :