მწვანე ალტერნატივა საჯარო განხილვის აუდიოჩანაწერის გადმოცემას ითხოვს

დავა საქალაქო სასამართლოში

  • მომჩივანი : მწვანე ალტერნატივა
  • მოპასუხე : გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო, სსიპ გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი

დავის არსი :

ა(ა)იპ „მწვანე ალტერნატივამ“ სსიპ გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრს მოსთხოვა 2023 წლის 5 ოქტომბერს ქ. ჭიათურასა და სოფ. ზოდში შპს „ჯორჯიან მანგანეზის“ სასარგებლო წიაღისეულის გადამამუშავებელი საწარმოს ექსპლუატაციის პირობების ცვლილების სკოპინგის ანგარიშის საჯარო განხილვების აუდიოჩანაწერები. პასუხად სსიპ გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრმა მწვანე ალტერნატივას გადასცა მხოლოდ საჯარო განხილვების შესახებ ოქმები და აცნობა, რომ საჯარო განხილვის სხდომის აუდიო ჩაწერა ხორციელდება ოქმის სისწორის უზრუნველყოფის მიზნით.

“მწვანე ალტერნატივამ“ განუმარტა სსიპ გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრს, რომ ითხოვდა საჯარო განხილვის აუდიოჩანაწერს, რომელიც არის საჯარო უწყებაში დაცული საჯარო ინფორმაცია და ორგანიზაციას აქვს მისი მოთხოვნის უფლება. ამჯერად, ცენტრის დირექტორმა ორგანიზაციას აცნობა, რომ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის 2018 წლის 22 თებერვლის №2-94 ბრძანებით შემუშავდა და დამტკიცდა „საჯარო განხილვის წესი“, რომელიც ადგენს საჯარო განხილვის ჩატარების, მასში საზოგადოების/დაინტერესებული საზოგადოების მონაწილეობისა და ამ მიზნით შესაბამისი ინფორმაციის ხელმისაწვდომობის ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსისგან განსხვავებულ სპეციალურ წესებს; „საჯარო განხილვის წესი“ ითვალისწინებს საჯარო ინფორმაციის ფარგლებში საჯარო განხილვის ოქმის გამოთხოვის და მასზე შენიშვნების წარმოდგენის შესაძლებლობას, ხოლო საჯარო განხილვის აუდიო-ჩაწერა ხორციელდება ოქმის შედგენის უზრუნველსაყოფად.

„მწვანე ალტერნატივამ“ ადმინისტრაციული წესით გაასაჩივრა საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის უარი საჯარო ინფორმაციის გაცემაზე. თუმცა, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ არ განიხილა საჩივარი. მწვანე ალტერნატივამ გარემოსთან დაკავშირებული საჯარო ინფორმაციის მოთხოვნით თბილისის საქალაქო სასამართლოს მიმართა.

მასალები :