მწვანე ალტერნატივა რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში სამონადირეო მეურნეობის ლიცენზიის გაყიდვის შესახებ საჯარო ინფორმაციის გადმოცემას ითხოვს

დავა საქალაქო სასამართლოში

  • მომჩივანი : მწვანე ალტერნატივა
  • მოპასუხე : გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო, სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტო
  • მოსამართლე : ლიელა ფოლადიშვილი
  • საქმის ნომერი : 330310022005779009

დავის არსი :

2022 წლის 14 მარტს “მწვანე ალტერნატივამ” მიმართა სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტოს და მოითხოვა რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონში სამონადირეო მეურნეობის მოწყობის მიზნით ლიცენზიის გაყიდვისათვის აუქციონის გამართვისა და ლიცენზიის გაცემის შესახებ გადაწყვეტილებების და ამ გადაწყვეტილების მიღებისათვის ჩატარებული  ადმინისტრაციული წარმოების მასალები.

2022 წლის 19 აპრილს მივიღეთ სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტოს უფროსის დროებით ფუნქციების შემსრულებელის თეიმურაზ მთივლიშვილის წერილი, სადაც ბატონი თეიმურაზი აუქციონის გამართვის პროცესის და გაცემული ლიცენზიის პირობებით გათვალისწინებული სიკეთეების შესახებ მოგვითხრობდა. წერილით არ გადმოგვეცა არცერთი ჩვენს მიერ მოთხოვნილი დოკუმენტი. ამიტომ 2022 წლის 29 აპრილს მწვანე ალტერნატივამ ადმინისტრაციული საჩივრით მიმართა  გარემოს ეროვნული სააგენტოს ზემდგომ ადმინისტრაციულ ორგანოს – გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს.

2022 წლის 5 მაისს მწვანე ალტერნატივამ მიიღო სამინისტროს წერილი, სადაც გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე, ნინო თანდილაშვილი განგვიმარტავს, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 47-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საჯარო ინფორმაციის გაცემასთან დაკავშირებული საკითხები საჩივრდება სასამართლოში და ჩვენც სასამართლოს  უნდა მივმართოთ.

2022 წლის 13 მაისს მწვანე ალტერნატივამ მიმართა სასამართლოს გარემოსთან დაკავშირებული ისეთი ინფორმაციის მოსაპოვებლად, როგორიცაა: სამონადირეო მეურნეობის მოწყობის მიზნით ლიცენზიის გაყიდვისათვის აუქციონის გამართვისა და ლიცენზიის გაცემის შესახებ გარემოს ეროვნული სააგენტოს უფროსის ბრძანებები და მათი გამოცემისთვის ჩატარებული ადმინისტრაციული წარმოების მასალები.

მასალები :