დავის საგანი - 500კვ-იანი ქსანი-სტეფანწმინდას ელექტროგადამცემი ხაზის ეკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნა
დავა საქალაქო სასამართლოში
- მომჩივანი : ზაზა წიკლაური, მწვანე ალტერნატივა, შოთა ბუჩუკური
- მოპასუხე : გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო, საქართველოს მთავრობა
- მესამე პირი : შპს ,,ენერგოტრანსი”, , სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა“
- მოსამართლე : ნინო ბუაჩიძე
- საქმის ნომერი : 3/8151-16
დავის არსი :
მწვანე ალტერნატივამ, შოთა ბუჩუკურმა და ზაზა წიკლაურმა მოითხოვეს საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის ბრძანების ბათილად ცნობა, რომლითაც შპს „ენერგოტრანსის“ 500 კვ ძაბვის ქსანი-სტეფანწმინდას ელექტროგადამცემი ხაზის განთავსების პროექტზე ეკოლოგიური ექსპერტიზის დადებითი დასკვნა დაამტკიცა. ამავე სარჩელით მომჩივანებმა მოითხოვეს საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილების ბათილად ცნობა, რომლითაც განუხილველად იქნა დატოვებული ადმინისტრაციული საჩივარი მინისტრის ზემოხსენებული ბრძანების ბათილად ცნობის მოთხოვნის თაობაზე. დავის განხილვისას ზაზა წიკლაურმა დააყენა შუამდგომლობა საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის, 2016 წლის 27 მაისის #ი-260 ბრძანების მოქმედების შეჩერების თაობაზე. სასამართლომ მიიჩნია, მინისტრის ბრძანების მოქმედების შეჩერების მოთხოვნა საფუძველს მოკლებულია.
საქმის განსახილველად ორი მოსამზადებელი და ექვსი მთავარი სხდომა ჩატარდა.
გადაწყვეტილება :
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 7 ოქტომბრის გადაწყვეტილებით მწვანე ალტერნატივას, ზაზა წიკლაურისა და შოთა ბუჩუკურის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
მასალები :
დავა სააპელაციო სასამართლოში
- აპელანტი : ზაზა წიკლაური, მწვანე ალტერნატივა, შოთა ბუჩუკური
- მოწინააღმდეგე მხარე : გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო, საქართველოს მთავრობა
- მესამე პირი : შპს ,,ენერგოტრანსი”, , სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა“
- მოსამართლე : მერაბ ლომიძე, თეა ძიმისტარაშვილი, მირანდა ერემაძე.
- საქმის ნომერი : 3ბ/2676-17
დავის არსი :
2017 წლის 2 ნოემბერს მწვანე ალტერნატივამ, ზაზა წიკლაურმა და შოთა ბუჩუკურმა თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების მოთხოვნით საჩივარი წარადგინეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში.
გადაწყვეტილება :
თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2018 წლის 26 აპრილის გადაწყვეტილებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
მასალები :
დავა უზენაეს სასამართლოში
- კასატორი : ზაზა წიკლაური, მწვანე ალტერნატივა, შოთა ბუჩუკური
- მოწინააღმდეგე მხარე : გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო, საქართველოს მთავრობა
- მესამე პირი : შპს ,,ენერგოტრანსი” სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა“
- საქმის ნომერი : ბს-1553(კ-18)
დავის არსი :
2018 წლის 7 სექტემბერს მწვანე ალტერნატივამ, ზაზა წიკლაურმა და შოთა ბუჩუკურმა საკასაციო საჩივრით მიმართეს უზენაეს სასამართლოს და მოითხოვეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 26 აპრილის გადაწყვეტილება გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება, რომლითაც სრულად დაკმაყოფილდება ა(ა)იპ “მწვანე ალტერნატივას”, ზაზა წიკლაურის და შოთა ბუჩუკურის სარჩელი.
უზენაესი სასამართლოს 2018 წლის 27 დეკემბრის განჩინებით საკასაციო საჩივარი წარმოებაში იქნა მიღებული.
მასალები :
ამავე თემაზე
-
მწვანე ალტერნატივას შენიშვნები და კომენტარები 500 კვ ძაბვის ელექტროგადამცემი ხაზის „ქსანი-სტეფანწმინდა“-ს მშენებლობის და ექსპლუატაციის პროექტში შეტანილი ცვლილების (სოფ.ჭართალთან დაახლოებით 4.1 კმ სიგრძის მონაკვეთის ცვლილება) გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშის თაობაზე
-
მწვანე ალტერნატივა ქსანი-სტეფანწმინდას 500კვ-იანი ეგხ-ს პროექტში შეტანილ ცვლილებაზე გაცემული გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების გაუქმებას ითხოვს
მიმდინარე -
ელექტროგადამცემი ხაზების მშენებლობასა და ექსპლუატაციასთან დაკავშირებული გარემოსდაცვითი და სოციალური საკითხები