მწვანე ალტერნატივა და გიგა ჩოხელი ქვეშეთი-კობის გზის მშენებლობის ნებართვის გაუქმებას ითხოვენ

ადმინისტრაციული საჩივარი

  • მომჩივანი : გიგა ჩოხელი, მწვანე ალტერნატივა
  • უწყება: ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო

დავის არსი:

მწვანე ალტერნატივამ და გიგა ჩოხელმა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრს ადმინისტრაციული საჩივრით მიმართეს და  ჟინვალი-ლარსის საავტომობილო გზის ქვეშეთი-კობის მონაკვეთზე მშენებლობის ნებართვის გაცემის შესახებ სსიპ ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს 2019 წლის 6 ნოემბრის #188-04 ბრძანების ბათილად ცნობა მოითხოვეს.

მიუხედავად იმისა, რომ საავტომობილო გზების დეპარატამენტმა არ წარადგინა ნებართვის მოსაპოვებლად კანონით დადგენილი ინფორმაცია, ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტომ გასცა მშენებლობის ნებართვა და დაავალა ნებართვის მფლობელს, პოსტ ფაქტუმ, იმ ინფორმაციის წარმოდგენა, რომელიც კრიტიკულად მნიშვნელოვანი და კანონით სავალდებულო იყო გადაწყვეტილების მიღების ეტაპზე, რათა შეფასებულიყო პროექტის განხორციელების შედეგად გარემოს, ადამიანის სიცოცხლის ან/და ჯანმრთელობის, კულტურული მემკვიდრეობისა და მატერიალური ფასეულობებისათვის შექმნილი რისკი.

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს 2020 წლის 15 იანვრის #1-1/19 ბრძანებით ა(ა)იპ „მწვანე ალტერნატივას“ და გიგა ჩოხელის 27 დეკემბრის ადმინისტრაციული საჩივარი მიღებული იქნა წარმოებაში. ადმინისტრაციული საჩივრის განხილვის ვადად  ორი თვე განისაზღვრა. 2020 წლის 14 თებერვალს საჩივრის ზეპირი მოსმენაც ჩატარდა, თუმცა საბოლოოდ, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ ადმინისტრაციული საჩივრის განხილვის შედეგად მიღებული გადაწყვეტილება საჩივრის ავტორებისთვის  არ უცნობებია. ამიტომ 2020 წლის 13 აპრილს მწვანე ალტერნატივამ და გიგა ჩოხელმათბილისის საქალაქო სასამართლოს მიმართეს. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ მხოლოდ ამის შემდეგ წარმოადგინა ბრძანება ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ.

მასალები :