მწვანე ალტერნატივა ნამახვანის ჰესების კასკადის მშენებლობის ნებართვის გაცემისათვის ჩატარებული ადმინისტრაციული წარმოების მასალებს ითხოვს
ადმინისტრაციული საჩივარი
- მომჩივანი : მწვანე ალტერნატივა
- უწყება: სსიპ ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტო
დავის არსი:
მწვანე ალტერნატივამ წერილით მიმართა სსიპ ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს და მოითხოვა „შპს ,,ენკა რინიუებლზის“ მდ. რიონზე ორსაფეხურიანი ჰესების კასკადის (ტვიში ჰესი 100 მგვტ დადგმული სიმძლავრით და ნამახვანი-ჟონეთი ჰესი – 333 მგვტ დადგმული სიმძლავრით) მშენებლობის ნებართვისა და ნებართვის გაცემისათვის სააგენტოში ჩატარებული ადმინისტრაციული წარმოების სრული დოკუმენტაციის ასლი.
ამ საჯარო ინფორმაციის მოთხოვნაზე პასუხად სსიპ ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტომ მწვანე ალტერნატივას მხოლოდ მშენებლობის ნებართვის გაცემის თაობაზე გამოცემული აქტები გადასცა.
2020 წლის 29 ივნისს მწვანე ალტერნატივამ ადმინისტრაციული საჩივრით მიმართა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ-ის ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს უფროსს და მოითხოვა: (1) სააგენტოს საჯარო ინფორმაციის ელექტრონული ფორმით გაცემასა და პროაქტიულ გამოქვეყნებაზე პასუხისმგებელი პირის გადაწყვეტილების გაუქმება, რომლითაც არ დაკმაყოფილდა მწვანე ალტერნატივას მოთხოვნა საჯარო ინფორმაციის გაცემის შესახებ და (2)მოთხოვნილი საჯარო ინფორმაციის გაცემა.
საჩივარზე პასუხად, 2020 წლის 12 აგვისტოს, ყოველგვარი განმარტების გარეშე, მწვანე ალტერნატივას გადაეცა მოთხოვნილი ინფორმაცია – ნამახვანის ჰესების კასკადის მშენებლობის ნებართვის გაცემისათვის ჩატარებული ადმინისტრაციული წარმოების მასალები.
მასალები :
ამავე თემაზე
-
-
-
მწვანე ალტერნატივას შენიშვნები და პოზიცია ნამახვანის ჰესების კასკადის პროექტში შეტანილი ცვლილებების სკრინინგის ანგარიშის თაობაზე. საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ 2019 წლის 23 იანვარს გამოაქვეყნა სკრინინგს განცხადება მდ. რიონზე ნამახვანის ჰესების კასკადის პროექტში შეტანილი ცვლილებების თაობაზე. გვსურს, წარმოგიდგინოთ ჩვენი შენიშვნები და პოზიცია პროექტთან დაკავშირებით