მწვანე ალტერატივა RMG Gold-ისათვის წიაღით სარგებლობის ლიცენზიის ვადის გაგრძელების თაობაზე გადაწყვეტილების გაუქმებას ითხოვს
დავა საქალაქო სასამართლოში
- მომჩივანი : მწვანე ალტერნატივა
- მოპასუხე : გარემოსა და ბუნებრივი რესუსრსების დაცვის სამინისტრო, სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტო
- მესამე პირი : შპს RMG Gold
- მოსამართლე : ილონა თოდუა
- საქმის ნომერი : 3/2303 -15
დავის არსი :
2015 წლის 31 მარტს მწვანე ალტერნატივამ ადმინისტრაციული სარჩელი წარადგინა თბილისის საქალაქო სასამართლოში და მოითხოვა ბათილად იქნეს ცნობილი:
1. სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტოს 2014 წლის 31 დეკემბრის #478/ს ბრძანება, რომლითაც შპს RMG GOLD-ზე გაცემული წიაღით სარგებლობის ლიცენზიას (სერია 53 ნომერი 0010 ტიპი VI ABC) საყდრისი-ყაჩაღიანის ოქროს უძველი მაღაროს ტერიტორიაზე მოქმედების ვადა გაუგრძელდა 2020 წლის 1 იანვრამდე.
2. საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის 2015 წლის 27 თებერვლის #ი-142 ბრძანება ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ..
გადაწყვეტილება :
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 17 მარტის გადაწყვეტილებით მწვანე ალტერნატივას სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
მასალები :
- სარჩელი
- მწვანე ალტერნატივას 2014 წლის 23 დეკემბერს #04/09/01-159 წერილი
- RMG Gold-ის 2014 წლის 15 დეკემბრის #449/1 წერილი
- გარემოს ეროვნული სააგენტოს 2014 წლის 23 დეკემბრის #21/1376 წერილი
- გარემოს ეროვნული სააგენტოს 2014 წლის 30 დეკემბრის #21/1610 წერილი
- გარემოს ეროვნული სააგენტოს 2014 წლის 30 დეკემბრის #21/1556 წერილი
- საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის 2015 წლის 9 იანვრის #627 წერილი
- საქართველოს მთავრობის 2014 წლის 30 დეკემბრის #2597 განკარგულება
- გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს 2014 წლის 30 დეკემბრის #7615 წერილი
- საავტომობილო გზების დეპარტამენტის 2014 წლის 30 დეკემბრის #2-03/9107 წერილი
- გარემოს ეროვნული სააგენტოს 2014 წლის 31 დეკემბრის #478/ს ბრძანება
- მწვანე ალტერნატივას 2015 წლის 27 იანვრის ადმინისტრაციული საჩივარი;
- გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის 2015 წლის 27 თებერვლის #ი-142 ბრძანება
- თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 18 ნოემბრის განჩინება
- თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 13 ივნისის გადაწყვეტილება
- თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2015 წლის 2 მარტის განჩინება
- თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 30 მაისის განჩინება
- თბილისის საქალაქო სასამართლოს განჩინება წარმოებაში მიღების შესახებ
- გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს შესაგებელი
- გარემოს ეროვნული სააგენტოს შესაგებელი
- RMG Gold-ის შესაგებელი
დავა სააპელაციო სასამართლოში
- აპელანტი : მწვანე ალტერნატივა
- მოწინააღმდეგე მხარე : გარემოსა და ბუნებრივი რესუსრსების დაცვის სამინისტრო, სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტო
- მესამე პირი : შპს RMG Gold
- მოსამართლე : მანანა ჩოხელი; გიორგი გოგიაშვილი; ირაკლი შენგელია.
დავის არსი :
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 17 მარტის გადაწყვეტილება მწვანე ალტერნატივამ სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2017 წლის 27 სექტემბრის გადაწყვეტილების დასაბუთება მწვანე ალტერნატივას მხოლოდ შვიდი თვის შემდეგ 2018 წლის 30 აპრილს გადაეცა.
გადაწყვეტილება :
თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2017 წლის 27 სექტემბრის გადაწყვეტილებით არ დაკმაყოფილდა მწვანე ალტერნატივას სააპელაციო საჩივარი და საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება უცვლელი დარჩა.
მასალები :
დავა უზენაეს სასამართლოში
- კასატორი : მწვანე ალტერნატივა
- მოწინააღმდეგე მხარე : გარემოსა და ბუნებრივი რესუსრსების დაცვის სამინისტრო, სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტო
- მესამე პირი : შპს RMG Gold
დავის არსი :
სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება ა(ა)იპ “მწვანე ალტერნატივას” სააპელაციო საჩივრის მოტივების გათვალისწინებით არც ფაქტობრივი და არც სამართლებრივი თვალსაზრისით არ შეუმოწმებია. ამიტომ, ორგანიზაციამ მოითხოვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 27 სექტემბრის განჩინების გაუქმება და საკასაციო სასამართლოს მიერ ახალი გადაწყვეტილების მიღება, რომლითაც სრულად დაკმაყოფილდება ა(ა)იპ “მწვანე ალტერნატივას” სარჩელი.