ექსპერტები ქვეშეთი კობის გზის პროექტის პრობლემების შესახებ

ქვეშეთი-კობის გზის ახალი მონაკვეთის მშენებლობა ხადის ხეობის გავლითაა დაგეგმილი. მასობრივი ინფრასტრუქტურის ხადის უნიკალურ ხეობაში გაშენება საფრთხეს უქმნის ხადის სოფლების მოსახლეობის საცხოვრებელ გარემოს, ხეობის ისტორიულ, კულტურულ და ტურისტულ ღირებულებას და ბიომრავალფეროვნებას.

პროექტს ადგილობრივი მოსახლეობის დიდი ნაწილი ეწინააღმდეგება. მათ საპროტესტო აქციებიც გამართეს.  არქეოლოგები, სეისმოლოგები, კულტურული მემკვიდრეობის და ბიომრავალფეროვნების ექსპერტები, გარემოსდამცველები, ტურისტული კომპანიები, უსაფრთხოების ექსპერტები ამ მიმართულებებით სხვადასხვა პრობლემას და საფრთხეს უსვამენ ხაზს.

სხვადასხვა დროს, ადგილობრივმა მოსახლეობამ, არასამთავრობო ორგანიზაციებმა თუ მეცნიერებმა ხადის ხეობაში ქვეშეთი-კობის გზის პროექტის გამო შექმნილი საფრთხეების შესახებ საქართვველოს მთავრობას და პროექტის დამფინანსებელ საერთაშორისო ბანკებს მიმართეს: