ელექტროგადამცემი ხაზების მშენებლობასა და ექსპლუატაციასთან დაკავშირებული გარემოსდაცვითი და სოციალური საკითხები

ნარკვევში განხილულია ელექტროგადამცემი ხაზების მშენებლობისა და ექსპლუატაციის გარემოსდაცვითი და სოციალური ზემოქმედების საკითხები და გადამცემი ხაზების მშენებლობისა და რეკონსტრუქციის პროექტების განხორციელების არსებული პრაქტიკის სისტემური პრობლემები. აგრეთვე, წარმოჩენილია კანონმდებლობის ნაკლოვანებები, რომელიც ვერ უზრუნველყოფს ელექტროგადამცემი ხაზების პროექტების განხორციელების შედეგად ადგილობრივი მოსახლეობის უფლებებისა და ინტერესების დაცვას.