გარემოს მდგომარეობის შესახებ ინფორმაციისა და მსხვილი დამბინძურებლების შესახებ ინფორმაციის ხელმისაწვდომობის გამოწვევები
2019 წლის 18 დეკემბერს მწვანე ალტერნატივამ ჩაატარა შეხვედრა თემაზე: „გარემოს მდგომარეობის შესახებ ინფორმაციისა და მსხვილი დამბინძურებლების შესახებ ინფორმაციის ხელმისაწვდომობის გამოწვევები“.
2015 წლიდან „მწვანე ალტერნატივა“ გამოსცემს პერიოდულ ანგარიშს „გარემოს მდგომარეობის შესახებ ინფორმაციის ხელმისაწვდომობის შესახებ საქართველოში“. გარემოს მდგომარეობის შესახებ ინფორმაციის ხელმისაწვდომობის განხილვისას ვაფასებთ ე.წ. მსხვილი დამბინძურებლების შესახებ ინფორმაციის ხელმისაწვდომობის მდგომარეობას და ვამზადებთ საქმიანობის მასშტაბითა და გარემოსა და ადამიანების ჯანმრთელობაზე ზემოქმედების თვალსაზრისით ოთხი გამორჩეული საწარმოს პროფილს. ესენია:
- არემჯი
- ჯორჯიან მანგანეზი
- საქნახშირი
- ჰაიდელბერგცემენტი
ამ შეხვედრაზე, რომელსაც ესწრებოდნენ სახელმწიფო უწყებების, კერძო კომპანიების, სამოქალაქო საზოგადოებრივი ორგანიზაციების და მედიის წარმომადგენლები, წარვადგინეთ ჩვენი კვლევის განახლებული შედეგები:
- გარემოს მდგომარეობის შესახებ ინფორმაციის ხელმისაწვდომის პრობლემები – მომხსენებელი: ნინო გუჯარაიძე, მწვანე ალტერნატივა;
- გარემოს შესახებ ინფორმაციის ხელმისაწვდომობის პრობლემები მსხვილ დამბინძურებლებთან კავშირში – ოთხი კომპანიის მაგალითზე: Rich Metals Group (RMG), ჯორჯიან მანგანეზი, საქნახშირი, ჰაიდელბერგცემენტ ჯორჯია – მომხსენებელი: ნინო გუჯარაიძე, მწვანე ალტერნატივა.
- კომპანიებს და ადგილობრივ თემებს შორის სარგებლის განაწილების ხელშეკრულებები – მომხსენებელი: ქეთი გუჯარაიძე, მწვანე ალტერნატივა.
შეხვედრა ჩატარდა მწვანე ალტერნატივას ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის თბილისის ოფისთან თანამშრომლობით მიმდინარე პროექტის ფარგლებში – „ადვოკატირება მინერალური რესურსების გამჭვირვალე და პასუხისმგებლიანი მართვისთვის“.