კომპანია Trans Electrica, Ltd-ს განცხადება

„გატყობინებთ, რომ კომპანია Trans Electrica, Ltd., რომელიც ძირითადად მოღვაწეობს ჰიდროენერგეტიკული პროექტების დაგეგმვის, კვლევის, განხორციელების, ექსპლუატაციისა და მართვის სფეროში, ახორციელებს ხუდონის ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობას.

პროექტის ბუნებრივ და სოციალურ გარემოზე ზემოქმედების შეფასებას ახორციელებს კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელი (CENN), ხოლო განსახლების სამოქმედო გეგმას (RAP) ამზადებს მიწის მესაკუთრეთა უფლებების დაცვის ასოციაცია (APLR). მოცემულ ეტაპზე მომზადებულია წინასწარი (სკოპინგის) ანაგარიში (ანგარიშის და პროექტთან დაკავშირებული სხვა მასალების ბმულები იხილეთ ქვემოთ).

გაცნობებთ, რომ:

  • ა.წ. 4 ნოემბერს, 14:00 საათზე სოფელ ხაიშში სოფლის გამგეობის შენობაში; 
  • ხოლო ა.წ. 11 ნოემბერს, 11:00 საათზე ქალაქ თბილისში სასტურმო რედისონ ბლუ ივერიაში

გაიმართება ხუდონის ჰიდროელექტროსადგურის პროექტის ბუნებრივ და სოციალურ გარემოზე ზემოქმედების შეფასების სკოპინგის (წინასწარი) ანგარიშის საჯარო განხილვა.

თქვენი დასწრება აღნიშნულ საჯარო შეხვედრებზე უაღრესად მნიშვნელოვანია.

პროექტის ბუნებრივ და სოციალურ გარემოზე ზემოქმედების შეფასების სკოპინგ (წინასწარი) ანგარიში ხელმისაწვდომია შემდეგ მისამართებზე:

  • მესტიის მუნიციპალიტეტის გამგეობა, დაბა მესტია, სესტის მ. 1 (მოქალაქეთა მისაღები: 577 95 97 85) 
  • მესტიის მუნიციპალიტეტის საკრებულო, დაბა მესტია, თამარ მეფის ქუჩა #12 
  • წალენჯიხის მუნიციპალიტეტის გამგეობა, ქ. წალენჯიხა, კ.სალიას ქ. #5 (მოქალაქეთა მისაღები: 555 29 47 00)
  • კომპანია Trans Electrica, ი. ჭავჭავაძის გამზ. #41, ბინა 43.

დოკუმენტი ასევე ხელმისაწვდომია კომპანიის ქვემოთ მითითებულ ადგილობრივ წარმომადგენლებთან და სოფელ ხაიშში გამგეობის შენობაში.

ანაგარიშის ელექტრონული ვერსია ხელმისაწვდომია შემდეგ მისამართზე: 
http://aarhus.dsl.ge; http://www.cenn.org; http://transelectrica.com

ზემოთ აღნიშნულ ანგარიშზე საკუთარი მოსაზრებებისა და კომენტარების გაგზავნა შესაძლებელია ქვემოთ მითითებულ მისამართზე.

Trans Electrica Ltd. www.transelectrica.com
ჭავჭავაძის გამზ. 41, ბ, 43, 0162, თბილისი, საქართველო 
ტელ./ფაქსი: +995 32 2258868
ელ.ფოსტა:
ვლადიმერ გოგსაძე ტ.: +995599 537599
ზურაბ ერქვანია ტ.: +995599 101848
გიორგი მახარძე ტ: +995599 967777“