ამნისტია – ჰუმანური აქტი თუ მიწის მიტაცება?

  • ქეთი გუჯარაიძე

ნაშრომში განხილულია საქართველოს პარლამენტის მიერ 2023 წლის 15 ნოემბერს მიღებული კანონი „ამნისტიის შესახებ”, რომელიც ორი თვით ადრე, საქართველოს პრემიერ-მინისტრის ინიციატივით იქნა წარდგენილი პარლამენტში. კანონი სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისგან ათავისუფლებს პირებს, რომლებმაც დანაშაულებრივი გზით დაირეგისტრირეს სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთები. სანაცვლოდ, სახელმწიფო ამ პირებს სთავაზობს გარიგებას – სახელმწიფოსთვის მიყენებული ზიანის ანაზღაურებას, მიწის  სახელმწიფოს სასარგებლოდ მიტოვების ან კომპენსაციის გადახდის გზით. სტატიის ავტორის აზრით,  კანონით დადგენილი ამნისტიის მექანიზმი, რეალურად, სახელმწიფოს მიერ მოქალაქეებისთვის სასოფლო-სამეურნეო მიწის წართმევის სისტემატიზებას და ლეგალიზებას ემსახურება.