ასოციაცია მწვანე ალტერნატივას შენიშვნები და კომენტარები საქართველოს ენერგოსექტორის პოლიტიკასა და 2004-2005 წლების სამოქმედო გეგმასთან დაკავშირებით
პოლიტიკის შექმნის პროცესში საზოგადოების თანამონაწილეობის უზრუველყოფისათვის ენერგეტიკის სამინისტრომ უნდა მოაწყოს დოკუმენტის საჯარო განხილვები, რომელთა ჩატარების თარიღისა და ადგილის თაობაზე ინფორმაცია უნდა გაავრცელოს მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით (აგრეთვე სასურველია, აღნიშნული ინფორმაცია ენერგეტიკის სამინისტროს ვებ-გვერდზეც გავრცელდეს). ამავე საინფორმაციო საშუალებებით უნდა გავრცელდეს განცხადება განსახილველ დოკუმენტზე შენიშვნების/კომენტარების მიწოდების ვადები და საშუალებები (ელ.ფოსტა, მისამართი). ასევე მნიშვნელოვანია, რომ საკითხით დაინტერესებულ მხარეთათვის დროულად ხელმისაწვდომი იყოს დოკუმენტის შუალედური ვერსიები.