ბუნებრივი კატასტროფების რისკის მართვა და ბუნებრივი კატასტროფებით გამოწვეული მიგრაცია საქართველოში
წარმოდგენილი კვლევის მიზანია ბუნებრივი კატასროფების რისკისა და ბუნებრივი კატასტროფებით გამოწვეული მიგრაციის მართვის ეროვნული პოტენციალის განხილვა. კერძოდ, კვლევაში განხილულია საქართველოში არსებული ბუნებრივი კატასროფების რისკის მართვის პოლიტიკა, ის ინსტიტუციური, სამართლებრივი და ფინანსური პრობლემები, რომლებიც აფერხებს ბუნებრივი კატასტროფების რისკის მართვის ეფექტურ განხორციელებას. ანგარიშში აგრეთვე განიხილულია საქართველოში ბუნებრივი კატასტროფებით გამოწვეული მიგრაციის მართვის პოლიტიკის, ინსტიტუციური, სამართლებრივი და ფინანსური ასპექტები.