ენერგეტიკული სიღარიბე საქართველოში: ფართო ხედვის საჭიროება

  • ნინო ანთაძე

მსოფლიოში, განსაკუთრებით კი ევროპაში, ენერგეტიკული სიღარიბე ბოლო წლების პოლიტიკური და საზოგადოებრივი დისკუსიების ერთ-ერთ ცენტრალურ თემად იქცა. აღნიშნული განაპირობა კლიმატის ცვლილებამ, ენერგომატარებლებზე ფასების მკვეთრმა ზრდამ და რუსეთის თავდასხმამ უკრაინაზე. საქართველოში, საზოგადოებრივ და პოლიტიკურ წრეებში, ენერგეტიკული სიღარიბის თემას ჯერ კიდევ არ ექცევა სათანადო ყურადღება, მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანაში ენერგეტიკული სიღარიბის მაგალითები უკვე მრავლადაა – საქართველოს სოფლები და ქალაქები საკუთარ თავზე განიცდიან ენერგეტიკულ სიღარიბესა და მის შედეგებს.