მწვანე ალტერნატივას შენიშვნები და პოზიცია საქართველოს სახელმწიფოს ენერგეტიკული პოლიტიკისა და მისი დანართის - ენერგეტიკისა და კლიმატის ეროვნული ინტეგრირებული გეგმის სტრატეგიული გარემოსდაცვითი შეფასების სკოპინგის დასკვნის თაობაზე

  • დათო ჭიპაშვილი

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ 2022 წლის 21 დეკემბერს წარმოადგინა განახლებული საქართველოს სახელმწიფოს ენერგეტიკული პოლიტიკისა და მისი დანართის – ენერგეტიკისა და კლიმატის ეროვნული ინტეგრირებული  გეგმის სტრატეგიული გარემოსდაცვითი შეფასების სკოპინგის დასკვნა. სკოპინგის პროცედურა განსაზღვრავს სტრატეგიული გარემოსდაცვითი შეფასებისთვის მოსაპოვებელი და შესასწავლი ინფორმაციის ჩამონათვალს და ამ ინფორმაციის სტრატეგიული გარემოსდაცვითი შეფასების ანგარიშში ასახვის საშუალებებს.