მწვანე ალტერნატივას შენიშვნები და კომენტარები საქართველოს ენერგეტიკული პოლიტიკისა და მისი დანართის - ენერგეტიკისა და კლიმატის ეროვნული ინტეგრირებული გეგმის სტრატეგიული გარემოსდაცვითი შეფასების ანგარიშზე

2023 წლის 8 ნოემბერს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ გამოაქვეყნა საქართველოს ენერგეტიკული პოლიტიკისა და მისი დანართის – ენერგეტიკისა და კლიმატის ეროვნული ინტეგრირებული გეგმის სტრატეგიული გარემოსდაცვითი შეფასების (სგშ) ანგარიშის სამუშაო ვერსია. გეგმა მომზადდა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიერ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან თანამშრომლობით.

წარმოგიდგენთ შენიშვნებს სტრატეგიულ გარემოსდაცვით შეფასების ანგარიშზე.