ჯანმრთელობის დაცვა დაბინძურებული ტერიტორიების ხელახალი ურბანული განვითარების გზით

ამ დოკუმენტში შეჯამებულია ევროპაში დაბინძურებული ტერიტორიების აღდგენის, როგორც ურბანული დაგეგმვისა და განახლების ნაწილის სფეროში მიღებული გამოცდილება. სახელდობრ, მის მიზანს წარმოადგენს ინფორმაციის მოწოდება ჯანმრთელობაზე და გარემოზე ზემოქმედებათა შესახებ, რაც გათვალისწინებული უნდა იყოს ტერიტორიის აღდგენის პროექტებში და კარგი პრაქტიკისა და სათანადო ადგილობრივი გამოცდილების იდენტიფიცირება, რათა ხელი შეუწყოს დაბინძურებული ტერიტორიების ეფექტიან, ჯანსაღ და მდგრად რეაბილიტაციას. როგორც ასეთი, ეს დოკუმენტი გვთავაზობს ძირითად შეტყობინებებს, რათა მუშაობაში დაეხმაროს გადაწყვეტილების მიმღებ პირებს, დამგეგმავებს, პრაქტიკოსებს, მკვლევარებს და სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებს.

წყარო: World Health Organization 2022

https://shorturl.at/goCH9