კომენტარები ენერგეტიკისა და გარემოსდაცვის სფეროში ეკონომიკური განვითარებისა და სიღარიბის დაძლევის პროგრამის ანგარიშში გასათვალისწინებლად

1996 წლიდან ენერგო სექტორის ლიბერალიზაცია მრავალ განვითარებულ ქვეყანაში განხორციელდა. თუმცა დღეისათვის უკვე არსებობს უამრავი კველევა და მაგალითი მასზედ, თუ როგორ ილახება მცირე მომხმარებლების (რიგითი მოქალაქეების) უფლებები კერძო კომპანიების მიერ ელექტრო ენერგიის ფასების კომერციული მანიპულაციის პირობებში და სახელმწიფოს ჩაურევლობა როგორ ქმნის ენერგოუსაფრთხოების პრობლემას.  შესაბამისად, გაუმართლებელია სიღარიბის დაძლევისთვის შექმნილი პროგრამის ფარგლებში არ გავითვალისწინოთ სიღარიბის დონის ერთ-ერთი მთავარი პარამეტრის – ენერგო რესურსების ხემისაწვდომობის დონის ფაქტორი.  სუსტი ეკონომიკისა და გაუმართავი საკანონმდებლო ბაზის პირობებში აუცილებელია, საქართველოს მთავრობამ უკვე დაწყებული ლიბერალიზაციის პროცესში შექმნას მომხმარებელთა უფლებელის დაცვისა და კერძო კომპანიების მიერ აღებული 
ვალდებულებების შესრულების კონტროლის ძლიერი მექანიზმი.