სახნავი და სათიბი მიწის პრივატიზების 2020 წლის სახელმწიფო პროგრამის მიმოხილვა
-
ქეთი გუჯარაიძე
ნაშრომში განხილულია სახნავი და სათიბი მიწის სახელმწიფო პროგრამის მიზანი, მისი გავრცელების სფერო და პროგრამით დადგენილი მნიშვნელოვანი ვადები; პროგრამაში მონაწილეობის აუცილებელი წინაპირობები; იჯარით გაცემული სახნავი ან სათიბი მიწის პრივატიზებაზე გადაწყვეტილების მიღების პროცედურული ეტაპები; ასევე განხილულია, პროგრამით დადგენილი ის გარემოებები, რომელთა გამო სახნავი და სათიბი მიწის პრივატიზების მსურველს, შესაძლოა, უარი ეთქვას მიწის პრივატიზებაზე. ნაშრომის ბოლოს კი, გამახვილებულია ყურადღება პროგრამის განხორციელებასთან დაკავშირებულ ზოგიერთ პრობლემურ საკითხზე.