საქართველოს სივრცის დაგეგმარებისა და ქალაქმშენებლობითი გეგმების შესახებ გადაწყვეტილებების მიღებისას საზოგადოების მონაწილეობის შესაძლებლობები

    2018 წ. 20 ივლისს მიღებულ იქნა საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსი, რომელმაც დააწესა საქართველოს სივრცის დაგეგმარებისა და ქალაქმშენებლობითი გეგმების შესახებ გადაწყვეტილებების მიღების ახალი პროცედურები. კოდექსით შემოღებული ნორმების უდიდესი ნაწილი, მათ შორის, ის ნორმები, რომლებიც სივრცის დაგეგმარებისა და ქალაქმშენებლობით გეგმების შესახებ გადაწყვეტილებების მიღებას ეხება, 2019 წლის 3 ივნისიდან ამოქმედდა. ნარკვევში აღწერილია საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი სივრცის დაგეგმარებისა და ქალაქმშენებლობით გეგმების შესახებ გადაწყვეტილებების მიღების პროცედურები და ამ პროცედურებში საზოგადოების მონაწილეობის შესაძლებლობები. ნაშრომის დასასრულს მოცემულია კვლევის შედეგად გამოკვეთილი ნაკლოვანებები.