ქალებზე კლიმატის ცვლილების ზეგავლენის შეფასება საქართველოში

კვლევაში განხილულია ისეთი მნიშვნელოვანი საკითხები, როგორიცაა კლიმატის ცვლილების უარყოფითი ზეგავლენა ქალების ყოველდღიურ საქმიანობაზე, საბაზისო სოციალური სერვისების ხელმისაწვდომობასთან დაკავშირებული პრობლემები თუ რა ზემოქმედებას ახდენს გაუარესებული გარემო პირობები მათ ჯანმრთელობაზე

ამას გარდა, კვლევამ გამოავლინა სახელმწიფო ინსტიტუტების როლი, როგორც ადგილობრივ ისე ეროვნულ დონეზე, რათა დანერგონ ისეთი მუნიციპალური სერვისები, რაც გაზრდის ქალების ინფორმირებულობას და გააუმჯობესებს მათ ეკონომიკურ შესაძლებლობებზე წვდომას ბუნებრივი რესურსების მდგრადი გამოყენების სასარგებლოდ.