სახელმწიფო ქონების პრივატიზების აგრესიული პოლიტიკა ანუ "პრივატიზება ქართულად

სახელმწიფო ქონების პრივატიზების პროცესი, რომელიც საქართველოში ამჟამად მიმდინარეობს და მსოფლიოს მრავალმა ქვეყანამ გაიარა, მსოფლიოში მიმდინარე გლობალიზაციის პროცესის შედეგია. მსოფლიო რესურსების ინსტიტუტის თანახმად, სახელმწიფო ქონების პრივატიზებას მოაქვს როგორც ფინანსური, ასევე პრაქტიკული სარგებელი. პრივატიზების მიზანია, ხელი შეუწყოს კერძო კაპიტალის ინვესტირებას ხშირად მძიმე ფინანსურ და ფიზიკურ მდგომარეობაში არსებულ ობიექტებში. როგორც წესი, სწორედ წარმართულ პროცესს მოაქვს უკეთესი და გაფართოებული სერვისი, გაზრდილი წარმადობა და ფინანსური ეფექტურობა. სამწუხაროდ, მრავალი ქვეყნის გამოცდილება პრივატიზაციაში მკვეთრად განსხვავდება ამ თეორიისაგან და ხშირად ხდება მასობრივი უკმაყოფილებისა და დაუმორჩილებლობის მიზეზი. 

კვლევის მიზანია, წარმოაჩინოს, თუ რამდენად უზრუნველყოფს საქართველოს კანონმდებლობა სახელმწიფო ქონების პრივატიზების პროცესის გამჭვირვალობას, დაინტერე­სებული საზოგადოების მონაწილეობასა და გარემოსდაცვითი საკითხების გათვალისწინებას სახელმწიფო ქონების გასხვისების შესახებ გადაწყვეტილებების მიღების პროცესში. ასევე, კანონ­აღსრულების ნაკლოვანებების სადემონსტარაციოდ ანგარიშში აღწერილია სახელმწიფო ქონების პრივატიზების კონკრეტული შემთხვევები.