შენიშვნები და კომენტარები სატყეო დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ ხე-ტყის სალიცენზიო პირობების ჩამონათვალზე

    ა.წ. 26 ივლისს საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სატყეო დეპარტამენტმა შენიშვნებისათვის გაავრცელა “ხე-ტყის სალიცენზიო პირობების ზოგადი ჩამონათვალი”. განცხადებაში ნათქვამია, რომ მათი შესრულება სავალდებულო იქნება ხეტყის დამზადების მიზნით გრძელვადიანი ტყითსარგებლობის ლიცენზიის მფლობელთათვის და ამ ჩამონათვალს მიეცემა სავალდებულო წესის ძალა ნორმატიული აქტის სახით. 

    წარმოდგენილი დოკუმენტი არის ა.წ. გაზაფხულზე გამოქვეყნებული სალიცენზიო პირობების ამონარიდი განაცხადებიდან (ტექსტის ფორმატირებაც კი არაა შეცვლილი). განაცხადების მიხედვით, 1 მაისს გამართულ აუქციონზე ტყის ჭრის 20 წლიანი ლიცენზიები იყიდეს ქართულ-ჩინურმა, ქართულ-ბელგიურმა და ქართულ-იტალიურმა კომპანიებმა, შესაბამისად სამეგრელო-სვანეთის, ახალციხისა და ყვარელის სატყეო უბნებში.