შენიშვნები და კომენტარები თბილისის მუნიციპალური წყალმომარაგების პროექტთან დაკავშირებით

    წყალი ადამიანის არსებობის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან ელემენტს წარმოადგენს. ყოველ ადამიანს უფლება აქვს მიიღოს საკმარისი ოდენობის, უსაფრთხო, ფიზიკურად და ფინანსურად ხელმისაწვდომი წყალი, როგორც პირადი, ასევე საოჯახო მოხმარებისათვის. გარდა ამისა ნებისმიერ ინდივიდსა თუ ადამიანთა ჯგუფს უფლება აქვს, ფლობდეს როგორც სრულ და თანაბრად ხელმისაწვდომ ინფორმაციას წყლის სექტორში მიმდინარე რეფორმების შესახებ, რომელიც ხელისუფლებისა თუ მესამე მხარის მიერ ხორციელდება, ასევე მონაწილეობდეს გადაწყვეტილების მიღების პროცესში.