მიმართვა ხელისუფლებას ასოცირების შეთანხმების შესრულების შესახებ ევროპარლამენტის რეზოლუციასთან დაკავშირებით
არასამთავრობო ორგანიზაციათა არაფორმალური კოალიცია, რომელიც საქართველოსა და ევროკავშირს შორის გაფორმებული ასოცირების ხელშეკრულების (დემოკრატია, კანონის უზენაესობა, ადამიანის უფლებები, თანასწორობა, და გარემოს დაცვა) შესრულების მონიტორინგს 2014 წლიდან ახორციელებს, მიესალმება ევროპის პარლამენტის მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების შესახებ მომზადებულ 2018 წლის 15 ნოემბრის ანგარიშს.
წარმოდგენილი ანგარიში კრიტიკულად ასახავს იმ რეალობას, რაც საქართველოში დემოკრატიისა და ევროკავშირში ინტეგრაციის კუთხით არსებობს. მნიშნველოვანია, რომ დოკუმენტში წარმოდგენილი გამოწვევები რეალურად იქნას აღქმული და საქართველოს ხელისუფლებამ ისინი გაითვალისწინოს სამომავლო რეფორმების დაგეგმის პროცესში.
კოალიაცია დადებითად აფასებს კანონის უზენაესობის და ადამიანის უფლებების დაცვის მიმართულებებით ანგარიშში ასახულ პოზიტიურ შედეგებს. ანგარიში ხაზს უსვამს საქართველოს ხელისუფლების მიერ შრომის უფლებების დაცვის კუთხით გადადგმულ ნაბიჯებს, მათ შორის შრომის უსაფრთხოების შესახებ კანონის მიღებას. მნიშვნელოვანია, რომ საქართველომ რატიფიცირება გაუკეთა ევროპის საბჭოს კონვენციას „ქალთა მიმართ ძალადობის და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლისა და პრევენციის შესახებ”. ასევე მნიშვნელოვანია გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსის მიღება.