მოწვევა ტრეინინგში მონაწილეობის მისაღებად, თემაზე: „გარემოს დაბინძურება და ჯანმრთელობა“

მწვანე ალტერნატივა იწვევს ჟურნალისტებს და მედია ორგანიზაციის წარმომადგენლებს ტრენინგში მონაწილეობის მისაღებად ვინც დაინტერესებულნი არიან გარემოსდაცვითი საკითხების გაშუქებით, თემაზე: „გარემოს დაბინძურება და ჯანმრთელობა“.

ტრენინგზე განხილული იქნება შემდეგი საკითხები:

  • გარემოს  დაბინძურების სხვადასხვა წყაროები და მათი შესაძლო ზემოქმედება ადამიანის ჯანმრთელობაზე; 
  • ჰაერის დაბინძურება საქართველოს ქალაქებში;
  • გარემოს დეგრადაციის ხარჯები და  ზემოქმედება ქვეყნის ბიუჯეტზე.

ტრენინგის ხანგრძლივობა: 2 დღე – 23-24 ივლისი. ჩატარების ადგილი: ქ. თბილისი. ტრენინგის მეორე დღე დაეთმობა ქ. რუსთავში გასვლას და ადგილზე ჰაერის დაბინძურების პრობლემების განხილვას.

მონაწილეობის მსურველებმა, გთხოვთ, შეავსოთ თანდართული სააპლიკაციო ფორმა და არაუგვიანეს 2021 წლის 14 ივლისისა, გამოგვიგზავნოთ მისამართზე:

მონაწილეთა შერჩევა დასრულდება 2021 წლის 16 ივლისს. შერჩევის დასრულებისთანავე, შედეგები ეცნობება ტრენინგში მონაწილეობის ყველა მსურველს. საქართველოს რეგიონებიდან შერჩეულ მონაწილეთა მგზავრობის და თბილისში ცხოვრების ხარჯებს დაფარავს მწვანე ალტერნატივა.

ტრენინგი ხორციელდება ფონდი „ღია საზოგადოება საქართველოს” მხარდაჭერით,  „მედიის და საზოგადოების ჩართულობის გაძლიერება გარემოსდაცვით საკითხებში და ამ მიმართლებით საქართველოს მიერ ევროკავშირთან აღებული ვალდებულებების შესრულებაში”  პროექტის ფარგლებში