მწვანე ალტერნატივა ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს სასამართლოში უჩივის

ასოციაცია მწვანე ალტერნატივამ ადმინისტრაციული სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს და მოითხოვა ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2011 წლის 1 სექტემრის N 175 ბრძანების გაუქმება, რომლითაც დამტკიცდა „ნადირობას დაქვემდებარებული ცხოველთა სახეობები“ (სტილი დაცულია).

მწვანე ალტერნატივას მიაჩნია, რომ ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრმა ბრძანება საქართველოს კანონმდებლობის დარღვევით გამოსცა, რაც მისი ბათილად ცნობის საფუძველს წარმოადგენს.