მწვანე ალტერნატივამ მიწისა და ტყის გონივრული მმართველობის საკითხებზე სემინარები ჩაატარა

2015 წლის 11-12 ივლისსა და 14 ივლისს, მიწისა და ტყის გონივრული მმართველობის შესახებ გამოცემულ ახალ სახელმძღვანელოში განხილულ საკითხებზე მსჯელობისთვის, მწვანე ალტერნატივამ ორი სემინარი ჩაატარა. პირველ სემინარში არასამთავრობო ორგანიზაციების, მედიის, სამოქალაქო საზოგადოების არაფორმალური გაერთიანებების წარმომადგენლებმა და სტუდენტებმა მიიღეს მონაწილეობა. მეორე, 14 ივლისს ჩატარებულ სემინარში კი, მონაწილეობდნენ სამინისტროების, სააგენტოების, საქართველოს სხვადასხვა მუნიციპალიტეტის, სახელმწიფო აუდიტის სამსახურისა და პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის აპარატის წარმომადგენლები.

ჩამოტვირთეთ სემინარებზე მომხსენებლების მიერ გაკეთებული პრეზენტაციები:

  1. მიწასა და მასთან დაკავშირებულ სხვა რესურსებზე უფლებების გონივრული სახელმწიფო მართვის ძირითადი პრინციპები
  2. სოფლის მეურნეობის სექტორში გონივრული ინვესტირების პრინციპები
  3. გონივრული ინვესტირების პრინციპები პრაქტიკაში
  4. საინვესტიციო ხელშეკრულებები: სარგებლის გაზრდისა და რისკების შემცირების შესაძლებლობები (1)
  5. საინვესტიციო ხელშეკრულებები: სარგებლის გაზრდისა და რისკების შემცირების შესაძლებლობები (2)
  6. საინვესტიციო პროექტების ზეგავლენა ადამიანის უფლებებზე
  7. კარგი სატყეო მმართველობის პრინციპები
  8. სატყეო მიწების მმართველობის წინასწარი შეფასება
  9. ტყის ზონირება, როგორც ტყის მდგრადი მართვისა და მდგრადი მიწათსარგებლობის ინსტრუმენტი; სატყეო მიწების კლასიფიკაცია