საქართველოს პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის სხდომა

27 ოქტომბერი 2011, 12:00, საქართველოს პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის სათათბირო ოთახში შედგა კომიტეტის სხდომა. სხდომას ესწრებოდნენ არასამთავრობო ორგანიზაციებისა და დაინტრესებული საზოგადოების წარმომადგენლები. სხდომაზე განიხილეს რამდენიმე საკითხი, მათ შორის კანონპროექტები, რომლებიც ეხება დაცული ტერიტორიების ფარგლებში ნადირობისა და საქართველოს „წითელ ნუსხაში“ შეტანილი სახეობების მოპოვების საკითხებს:

• საქართველოს კანონის პროექტი “საქართველოს ზოგიერთ საკანონმდებლო აქტში” ცვლილებების შეტანის თაობაზე, II მოსმენა.
ინიციატორი: პარლამენტის წევრები პავლე კუბლაშვილი, კახაბერ ანჯაფარიძე და ზვიად კუკავა
• საქართველოს კანონის პროექტი “თუშეთის, ბაწარა-ბაბანეურის, ლაგოდეხისა და ვაშლოვანის დაცული ტერიტორიების შექმნისა და მართვის შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ” – I მოსმენა.
ინიციატორი: პარლამენტის წევრები: კ. ანჯაფარიძე, ზ. კუკავა
• საქართველოს კანონის პროექტი კოლხეთის დაცული ტერიტორიების შექმნისა და მართვის შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ” – I მოსმენა.

ინიციატორი: პარლამენტის წევრები: კ. ანჯაფარიძე, ზ. კუკავა

მწვანე ალტერნატივამ გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტსა და კანონპროექტის ავტორებს წარუდგინა საკუთარი შენიშვნები და კომენტარები (იხ. ქვემოთ).

აქვე უნდა აღინიშნოს, რომ მწვანე ალტერნატივამ შენიშვნები და კომენტარები კანონპროექტზე საქართველოს კანონის პროექტი “საქართველოს ზოგიერთ საკანონმდებლო აქტში” ცვლილებების შეტანის თაობაზე, მისი პირველი მოსმენის წინაც წარადგინა. პირველი მოსმენის ეტაპზე პარლამენტმა გაითვალისწინა რამდენიმე პრინციპული შენიშვნა.

მწვანე ალტერნატივა იმედს გამოთქვამს, რომ წარდგენილი შენიშვნების გათვალისწინება ხელს შეუწყობს ქვეყანაში მდგრადი განვითარების პრინციპების შესაბამისი კანონმდებლობის ჩამოყალიბებას.

მწვანე ალტერნატივას შენიშვნები და კომენტარები კანონპროექტზე „თუშეთის, ბაწარა-ბაბანეურის, ლაგოდეხისა და ვაშლოვანის დაცული ტერიტორიების შექმნისა და მართვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შესახებ“ (1 მოსმენა);

მწვანე ალტერნატივას შენიშვნები და კომენტარები კანონპროექტზე „კოლხეთის დაცული ტერიტორიების შექმნისა და მართვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შესახებ“ (1 მოსმენა);

მწვანე ალტერნატივას შენიშვნები და კომენტარები კანონპროექტზე "საქართველოს ზოგიერთ საკანონმდებლო აქტში ცვლილების შეტანის თაობაზე" (მე-2 მოსმენა).