ოქროს მოპოვების ზემოქმედების ქვეშ მყოფი მოსახლეობისათვის - სახელმძღვანელო

  • ნინო გუჯარაიძე

სახელმძღვანელო გამოიცა ბოლნისის რაიონში ოქროსა და სპილენძის მოპოვებისა და გამამდიდრებელი საწარმოს ზემოქმედების ქვეშ მყოფი ადგილობრივი მოსახლეობისთვის, თუმცა, ის ასევე სასარგებლო იქნება საქართველოს სხვა რეგიონებში მცხოვრები იმ მოქალაქეებისთვის, რომლებიც შეიძლება მოექცნენ ფერადი და იშვიათი ლითონების მოპოვებისა და გადამუშავების პროექტების ზეგავლენის ქვეშ. გამოცემაში აღწერილია ის საფრთხეები, რომელსაც უქმნის ადამიანის ჯანმრთელობასა და გარემოს ოქროს მოპოვებისა და გამდიდრების არსებული პრაქტიკა, ასევე ადგილობრივი მოსახლეობის უფლებებისა და ინტერესების დაცვის შესაძლებლობები.