ანგარიშის პრეზენტაცია - საქართველო და ევროპის ენერგეტიკული გაერთიანება - ევროინტეგრაციის გამოწვევები

ამა წლის 29 მაისს,  ასოციაცია „მწვანე ალტერნატივამ“ და ორგანიზაცია „მსოფლიო გამოცდილება საქართველოსთვის“ გამართა ანგარიშის  „საქართველო და ევროპის ენერგეტიკული  გაერთიანება – ევროინტეგრაციის გამოწვევები“ პრეზენტაცია.

პრეზენტაციის მიზანს  წარმოდგენდა გაგვეცნო საზოგადოებისათვის, თუ რა მიზანს ემსახურება ევროპის ენერგეტიკული გაერთიანება, რა უპირატესობა  და სარგებელი აქვს ევროინტეგრაციის პროცესისთვის. ანგარიშში დეტალურად არის წარმოდგენილი ევროპის ენერგეტიკული გაერთიანების საკანონმდებლო ბაზა, აღსრულების მექანიზმები, სამხრეთ-აღმოსავლეთ ბალკანეთის ქვეყნებისა და უკრაინის გამოცდილება ამ კუთხით. ასევე განხილულია საქართველოს ენერგეტიკის სექტორში არსებული ვითარება, ენერგეტიკისა და გარემოსდაცვის სფეროში არსებული კანონებისა და ნორმების შესაბამისობა ევროპის ენერგეტიკულ გაერთიანების მოთხოვნებთან.

შეხვედრაში მონაწილეობა მიიღეს სახელმწიფო უწყების, საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებმა  და ასევე სამოქალაქო საზოგადოების დაინტერესებულმა პირებმა.