ტრადიციული რიტუალების როლი უსამართლო ენერგოპოლიტიკის წინააღმდეგ ბრძოლაში: ჰიდროელექტროსადგურის პროექტის მაგალითი სვანეთში, საქართველოში

  • ნინო ანთაძე
  • ქეთი გუჯარაიძე

წყარო:  Energy Research & Social Science, Volume 79, 2021, 102152,
ISSN 2214-6296, https://doi.org/10.1016/j.erss.2021.102152.

წარმოდგენილ კვლევას წვლილი შეაქვს სამართლიანი ენერგოპოლიტიკის თემის შესწავლაში; კერძოდ, კვლევაში ყურადღება გამახვილებულია ლოკალურ და ადგილთან დაკავშირებულ ხედვაზე. ნაშრომში გამოკვლეულია, შესაძლებელია, თუ არა უსამართლო ენერგოპოლიტიკის წინააღმდეგ ბრძოლაში, ტრადიციული რიტუალების სახით გამოხატული, ადგილთან დაკავშირებული ქმედების, როგორც დამატებითი, არაინსტიტუციური იარაღის გამოყენება.

კვლევისას, შესწავლილ იქნა საქართველოში, სვანეთში, ხუდონის ჰიდროელექტროსადგურის პროექტთან დაკავშირებით ბოლო ხანს განვითარებული მოვლენები. ხარისხობრივი კვლევის საფუძველზე, რომელიც მოიცავდა ინტერვიუებსა და დოკუმენტების ანალიზს, ახსნილია, როგორ და რატომ იქნა გამოყენებული ხატზე დაფიცების ტრადიციული რიტუალი პროექტისთვის წინააღმდეგობის გაწევისას; ასევე, როგორ უკავშირდება ეს ქმედება შეცვლილ პოლიტიკურ კონტექსტს.

კვლევის შედეგად დადგინდა, რომ აუცილებელია ადგილობრივ თემთა მიერ ტრადიციული რიტუალებისთვის მინიჭებული კულტურული და რელიგიური მნიშვნელობის აღიარება და პატივისცემა. ასევე, ტრადიციული რიტუალები არ უნდა იყოს განხილული როგორც, უბრალოდ, წინააღმდეგობის გაწევის სიმბოლური ან/და თეატრალიზებული საშუალებები, არამედ როგორც პოლიტიკის ინსტრუმენტები, რომელთაც შეუძლიათ მნიშვნელოვანი ზეგავლენა იქონიონ ენერგეტიკულ პროექტებზე.