მწვანე ალტერნატივა, ლილე ჩხეტიანი და ნატო სუბარი ნენსკრა ჰესის მშენებლობის და ექსპლუატაციის პროექტში შეტანილ ცვლილებებზე სკრინინგის გადაწყვეტილების ბათილად ცნობას ითხოვენ
დავა საქალაქო სასამართლოში
- მომჩივანი : ლილე ჩხეტიანი (წარმომადგენელი: სოციალური სამართლიანობის ცენტრი), მწვანე ალტერნატივა, ნატო სუბარი (წარმომადგენელი: სოციალური სამართლიანობის ცენტრი)
- მოპასუხე : გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო, საქართველოს მთავრობა
- მესამე პირი : სს ნენსკრა ჰიდრო
- მოსამართლე : ნათია ბუსკაძე
- საქმის ნომერი : №3/2005-19; 330310119002901701
დავის არსი :
დავა შეეხება მესტიის მუნიციპალიტეტში, ჭუბერის და ნაკრას თემების ტერიტორიებზე, სს „ნენსკრა ჰიდროს“ მიერ დაგეგმილ 280 მგვტ სიმძლავრის ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობისა და ექსპლუატაციის მშენებლობასა და ექსპლუატაციას.
2019 წლის 4 თებერვალს საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა გამოსცა ბრძანება N2-110 „სს „ნენსკრა ჰიდროს“ ნენსკრა ჰესის მშენებლობის და ექსპლუატაციის პროექტში შეტანილ ცვლილებებზე სკრინინგის გადაწყვეტილების შესახებ“. ბრძანების თანახმად, მინისტრმა მიიღო გადაწყვეტილება რომ სს „ნენსკრა ჰიდროს“ ნენსკრა ჰესის მშენებლობის და ექსპლუატაციის პროექტში შეტანილი ცვლილებები არ დაექვემდებაროს გარემოზე ზემოქმედების შეფასებას.
სკრინინგის გადაწყვეტილების მისაღებად სს „ნენსკრა ჰიდროს“ მიერ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში წარდგენილი ანგარიშის თანახმად, დაგეგმილმა ნენსკრა ჰესის პროექტმა, რომელზეც 2015 წლის ოქტომბერში გაიცა დადებითი ეკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნა, განიცადა მნიშვნელოვანი ტექნიკური, ტექნოლოგიური და რაც მთავარია, ადგილმდებარეობის ცვლილებები. აქვე უნდა აღნიშნოს, რომ ნენსკრა ჰესის პარამეტრების ცვლილებასთან ერთად, საპროექტო არეალში და მთლიანად ჭუბერის ხეობაში, 2018 წლის 5 ივლისს განვითარებული სტიქიური მოვლენის შედეგად, შეცვლილია ბუნებრივი და სოციალური გარემოც. ეს გარემოება არ იყო ასახული სკრინინგის გადაწყვეტილების მისაღებად წარდგენილ ანგარიშში.
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს უნდა ეხელმძღვანელა გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსის მე-5 მუხლის პირველი ქვეპუნქტით, რომლის თანახმად, საქმიანობა ექვემდებარება გარემოზე ზემოქმედების შეფასებას; ვინაიდან, მიუხედავად იგივე სახელწოდებისა, განსახილველად წარდგენილი იყო ახალი პროექტი (განსხვავებული ტექნიკური გადაწყვეტით, შეცვლილი მდებარეობით და შეცვლილი გარემო პირობებით), რომელიც წარმოადგენს გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსის პირველი დანართით განსაზღვრულ საქმიანობას (2 მეგავატი და მეტი).
მასალები :
- „სს „ნენსკრა ჰიდროს“ ნენსკრა ჰესის მშენებლობის და ექსპლუატაციის პროექტში შეტანილ ცვლილებებზე სკრინინგის გადაწყვეტილების შესახებ“ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის 2019 წლის 4 თებერვლის N2-110 ბრძანება
- სარჩელი
- სასამართლოს განჩინება სარჩელის წარმოებაში მიღების შესახებ
- გარემოსა დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს შესაგებელი
- სასამართლოს განჩინება გასაჩივრებული აქტის მოქმედების შეჩერებაზე უარის თაობაზე
- კერძო საჩივარი