ნენსკრა ჰესი და მკვიდრი მოსახლეობის სტატუსი

  • მწვანე ალტერნატივა

2018 წლის მარტში, სვანეთში, მესტიაში გაიმართა ლალხორის შეკრება, რომელშიც სვანეთის თითქმის ყველა თემის წარმომადგენელი მონაწილეობდა. ლალხორმა მოსთხოვა საქართველოს პრეზიდენტს, პრემიერს, პარლამენტსა და საერთაშორისო ორგანიზაციებს სვანების მკვიდრ მოსახლეობად აღიარება, რასაც მათთვის ტრადიციული და სათემო საკუთრების დაკანონება უნდა მოჰყოლოდა.