მწვანე ალტერნატივას შენიშვნები და კომენტარები შპს „ემ ენ ჯგუფის“ ქ. ჭიათურაში მანგანუმის გამამდიდრებელი საწარმოს მოწყობისა და ექსპლუატაციის სკოპინგის ანგარიშის თაობაზე

პროექტი გულისხმობს ქ. ჭიათურაში მანგანუმის გამამდიდრებელი საწარმოს მოწყობას. საწარმოში მოხდება ნედლეულის გაცხრილვა სველი გრავიტაციული მეთოდით, რომლის შედეგადაც მიიღება მეტალურგიაში მოხმარებადი მანგანუმის კონცენტრატი. ფაბრიკა გაამდიდრებს დაახლოებით 48 000 ტონა/წელ ნედლეულს.