მწვანე ალტერნატივა ფარავანის ჰესის პროექტზე პრესკონფერენციას გამართავს
პრესრელიზი:
28 ნოემბერს, 15:00 სთ-ზე, სასტუმროში „ვერე პალასი“,
მწვანე ალტერნატივა ფარავანის ჰესის პროექტზე პრესკონფერენციას გამართავს
ა.წ. 28 ნოებერს (ხუთშაბათს), 15:00 საათზე, სასტუმროში „ვერე პალასი“ (ქუჩიშვილის ქ. 24/8), მწვანე ალტერნატივა გამართავს პრესკონფერენციას. პრესკონფერენცია შეეხება ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის მიერ დაფინანსებული ფარავანის ჰიდროელექტროსადგურის პროექტს. მწვანე ალტერნატივა წარმოადგენს ორგანიზაციის მიერ ბანკის საჩივრების განხილვის ორგანოში შეტანილი საჩივრის განხილვის შედეგებს.
87 მეგავატი სიმძლავრის ფარავნის ჰესის პროექტი (სამცხე-ჯავახეთი) ითვალისწინებს 14 კმ-ის სიგრძის დერივაციული გვირაბის აშენებას, რათა მდინარე ფარავნის წყალი გადასროლილ იქნეს მდინარე მტკვრის კალაპოტში, სოფელ ხერთვისის მიდამოებში. პროექტი ასევე ითვალისწინებს 35 კმ სიგრძის 220-კილოვოლტიანი გადამცემი ხაზის მშენებლობას ქსელთან მისაერთებლად.
2011 წლის 14 ივნისს ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკმა (European Bank for Reconstruction and Development) ფარავნის ჰესის პროექტისთვის 44 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის სესხის გამოყოფის შესახებ მიიღო გადაწყვეტილება. 2011 წლის 22 დეკემბერს მწვანე ალტერნატივამ ბანკის საჩივრების განხილვის ორგანოში (Project Compliance Mechanism) საჩივარი წარადგინა. საჩივარი ეხებოდა პროექტის განხორციელებასთან დაკავშირებულ გარემოსდაცვით და სოციალურ საკითხებს, მათ შორის, მდინარეში, დერივაციის მონაკვეთში, წყლის 10-პროცენტიანი სანიტარული ხარჯის დატოვების მიზანშეწონილობის საკითხს.
დამატებითი ინფორმაციისთვის მოგვმართეთ:
დავით ჭიპაშვილი
მწვანე ალტერნატივა
ფალიაშვილის ქ. 27/29, II სართ, თბილისი, 0179,
ტელ.: 229 27 73, 222 38 74, ფაქსი: 222 38 74
ელ. ფოსტა: ,