სამუშაო შეხვედრა ინსტიტუციური შესაძლებლობების გაძლიერება ბუნების კონსერვაციის საკითხებში
2016 წლის 9 ივნისს თბილისში, სასტუმრო თბილისი მარიოტში, მწვანე ალტერნატივამ, ლიტვის ბუნების დაცვის ფონდთან ერთად, გამართა სამუშაო შეხვედრა, რომელიც ეძღვნებოდა საქართლოში ბუნების დაცვისა და ტყის მდგრადი მართვის აქტუალურ საკითხებს. შეხვედრაში მონაწილეობა მიიღეს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს, ეროვნული სატყეო სააგენტოს, დაცული ტერიტორიების სააგენტოს, დონორი და არასამთავრობო ორგანოზაციების, კერძო სექტორის, და სამეცნიერო დაწესებულებების წარმომადგენლებმა. ექსპერტებმა წარმოადგინეს პრეზენტაციები ლიტვის გამოცდილების შესახებ ჰაბიტატებისა და ფრინველთა დაცვის დირექტივების შესრულების, ნატურა 2000 ქსელის დაარსებისა და მართვის შესახებ; ასევე საქართველოში ზურმუხტის ქსელის დაარსებასთან დაკავშირებული პრობლემების შესახებ. გაიმართა დისკუსია საქართველოს კანონმდებლობის ევროკავშირის დირექტივებთან შესაბამისობისა და ამ მიმართულებით ეროვნული კანონმდებლობის გაუმჯობესებასთან დაკავშირებით.
სამუშაო შეხვედრა მოწყო პროექტის „ინსტიტუციური შესაძლებლობების გაძლიერება ბუნების კონსერვაციისა და კლიმატის ცვლილების საკითხებში“, რომელსაც ლიტვის საგარეო საქმეთა სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერით ახორციელებენ მწვანე ალტერნატივა და მისი პარტნიორი ორგანიზაცია – ლიტვის ბუნების დაცვის ფონდი.




