შქმერში მანგანუმის მოპოვების შეწყვეტის შესახებ გავრცელებული ცნობა არ შეესაბამება სინამდვილეს
6 თებერვალს მინერალური რესურსების ეროვნულმა სააგენტომ გაავრცელა განცხადება, რომელშიც ნათქვამია, რომ უწყებამ რაჭის სოფელ შქმერში მანგანუმის მომპოვებელი ლიცენზიანტების საქმიანობა შეამოწმა და ორიდან ერთი ლიცენზიის მფლობელის (შპს „ტექნოლოჯი 2021”) შემთხვევაში სალიცენზიო პირობების დარღვევები გამოავლინა.