მწვანე ალტერნატივა, სოციალური სამართლიანობის ცენტრი და გრიგოლ გაგნიძე შქმერში მანგანუმის მოპოვების შესახებ მიღებული გადაწყვეტილების ბათილად ცნობას ითხოვენ

ადმინისტრაციული საჩივარი

  • მომჩივანი : გრიგოლ გაგნიძე, მწვანე ალტერნატივა, სოციალური სამართლიანობის ცენტრი
  • უწყება: ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო

დავის არსი:

2021 წლის 3 ივნისის სსიპ წიაღის ეროვნული სააგენტოს უფროსმა მიიღო გადაწყვეტილება ონის მუნიციპალიტეტის სოფელ შქმერში 153,1070ჰა ტერიტორიაზე სასარგებლო წიაღისეულის შესწავლა-მოპოვების ლიცენზიის გაცემის მიზნით ელექტრონული აუქციონის ჩატარების შესახებ. ამ გადაწყვტილების საფუძველზე 2021 წლის 7 ივლისს ჩატარებულ აუქციონზე ორი ლიცენზია გაიყიდა. ერთი „შპს „ტექნოლოჯი 2021“-მ, მეორე კი “შპს „მნ ნორთი“-მ შეიძინა.

„გარემოსთან დაკავშირებული საკითხების შესახებ ინფორმაციის ხელმისაწვდომობის, გადაწყვეტილებების მიღების პროცესში საზოგადოების მონაწილეობისა და ამ სფეროში მართლმსაჯულების საკითხებზე ხელმისაწვდომობის შესახებ“ კონვენციის თანახმად, საზოგადოებისათვის, რაც შეიძლება ადრეულ ეტაპზე, ცნობილი უნდა გამხდარიყო დაგეგმილი საქმიანობის ბუნებრივ და სოციალურ გარემოზე შესაძლო ზემოქმედების შესახებ ინფორმაცია; ასევე, საზოგადოებას უნდა მისცემოდა გადაწყვეტილების მიღების პროცესში ეფექტური მონაწილეობის მიღების შესაძლებლობა. კონვენციის არცერთი ეს მოთხოვნა შესრულებული არ ყოფილა.

გადაწყვეტილება :

2022 წლის 25 იანვარს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ მიიღო გადაწყვეტილება საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე.

მასალები :