ატმოსფერული ჰაერის გამოწვევები საქართველოში და ევროკავშირში

წინამდებარე ნარკვევი განიხილავს საქართველოში ატმოსფერული ჰაერის დაცვასთან დაკავშირებულ საკითხებს, ეროვნული კანონმდებლობის შესაბამისობას ევროკავშირის კანონმდებლობასთან და არსებულ გამოწვევებს. ამასთან, ვინაიდან საქართველოში ნაკლებია ინფორმაცია ევროკავშირში ატმოსფერული ჰაერის დაცვის საკითხებთან მიმართებაში, ასევე ჰაერის დაბინძურების ზემოქმედებაზე ადამიანის ჯანმრთელობასა და ეკონომიკაზე, შევეცადეთ არსებული გამოწვევები გაგვეანალიზებინა უფრო ფართო კუთხით.