კიდევ ერთი ჰესი ყაზბეგის რაიონში: ამჯერად საფრთხე ხდის ხეობას ემუქრება
24 დეკემბერს „მწვანე ალტერნატივამ“ და „სტეფანწმიდამ“ შპს „ყაზბეგი ჰესს“ წარუდგინეს შენიშვნები და კომენტარები ყაზბეგის რაიონში, მდ. ბროლისწყალზე (ხდისწყალი, ქისტურა) 6 მგვტ დადგმული სიმძლავრის ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობისა და ექსპლუატაციის პროექტის გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშის საზოგადოებრივი განხილვისთვის წარმოდგენილი ვერსიის თაობაზე.
შპს „ყაზბეგი ჰესი“ გეგმავს ყაზბეგის რაიონში, მდინარე თერგის მარჯვენა შენაკადზე, ბროლისწყალზე (ხდისწყალი, ქისტურა), 6 მგვტ დადგმული სიმძლავრის ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობას. დაგეგმილი „ბროლისწყლის ჰესის“ საპროექტო ტერიტორია განთავსებული იქნება საქართველო-რუსეთის საზღვარზე მდებარე ლარსის სასაზღვრო-გამშვები პუნქტიდან რამოდენიმე ასეულ მეტრში. „ბროლისწყლის ჰესი“ იქნება დერივაციული ტიპის ჰესი და დარიალის ხეობაში მშენებარე დარიალის ჰესის მსგავსად, ითვალისწინებს დერივაციის მონაკვეთში (1 კმ-ზე მეტ მანძილზე) მდინარეში მხოლოდ მდინარის საშუალო მრავალწლიური ხარჯის 10%-ის დატოვებას.
არასამთავრობო ორგანიზაციები თვლიან, რომ კომპანიის მიერ საზოგადობრივი განხილვისთვის წარმოდგენილი პროექტის გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიში უხარისხოა და არ წარმოაჩენს პროექტის გარემოზე შესაძლო ზეგავლენის შედეგებს, როგორც ამას საქართველოს კანონმდებლობა მოითხოვს. ამასთან, პროექტის შესახებ ამ ეტაპზე არსებული ინფორმაცია (პროექტის განხორციელების საჭიროების დაუსაბუთებლობა, პროექტის დიზაინი, ჰიდროლოგიური მონაცემების არარსებობა, ბოტანიკური და სხვა სახის კვლევების არასრულფასოვნება/არარსებობა, ბიომრავალფეროვნებაზე შესაძლო მნიშვნელოვანი უარყოფითი ზეგავლენა და სხვ.) იძლევა საფუძველს, რომ არასამთავრობო ორგანიზაციებმა მოითხოვონ პროექტის შეჩერება. სანაცვლოდ, არასამთავრობო ორგანიზაციები ურჩევენ კომპანიას, ბროლისწყალის ხეობაში უკვე არსებული, კომპანიის საკუთრებაში მყოფი 1.5 მგვტ დადგმული სიმძლავრის ყაზბეგის ჰესის რეაბილიტაციას და თანამედროვე დანადგარებით აღჭურვას.
საქართველოს მთავრობას, სს „ელექტროენერგეტიკული სისტემის კომერციულ ოპერატორსა“ და შპს „ყაზბეგი ჰესს“ შორს 2012 წლის 13 ივლისს დადებული ურთიერთგაგების მემორანდუმი ურთიერთაგაგების მემარანდუმი დაიდო მდ. ბროლისწყალზე არაუმცირეს 5 მგვტ სიმძლავრის ჰესის მშენებლობის, ოპერირებისა და ფლობის თაობაზე. მემორანდუმით, მშენებლობის დაწყების ვადად განისაზღვრა 2012 წ. 10 ოქტომბერი, ხოლო დასრულების – 2013 წ. 16 აგვისტო. ინვესტიციის სავარაუდო მოცულობა 3 მილიონ აშშ დოლარს შეადგენს.
საქართველოს მთავრობას და GR Energy Limited-ს შორის 2012 წლის 25 იანვარს ქ. დავოსში (შვეიცარია) დადებული უერთიერთგაგების მემორანდუმი. ეს ურთიერთგაგების მემორანდუმი დაიდო ამავე მემორანდუმის პირველი დანართში ჩამოთვლილი 15 ჰესის მშენებლობის ტექნიკურ-ეკონომიკური საკითხების შესწავლისა და შემდგომ მშენებლობისთვის. მემორანდუმში მოხსენიებული 15 ჰესიდან შვიდი ყაზბეგის რაიონში მდებარეობს; ესენია: თრუსო ჰესი (მდ. თერგი), კობი ჰესი (მდ. თერგი), თერგი ჰესი (მდ. თერგი), სნოსწყალი ჰესი (მდ. ართხმოსწყალი), ჯუთა ჰესი (მდ. ჯუთა), ჩხერი ჰესი (მდ. ჩხერი) და ამალი ჰესი (მდ. ამალი).
როგორ კლავენ თერგს – საინფორმაციო ფურცელი მდინარე თერგზე, დარიალის ხეობაში მშენებარე დარიალის ჰესის შესახებ
ამავე თემაზე
განცხადებები
რუსული ენერგო-გიგანტი და ხუდონჰესის ლობისტები