სემინარი: გარემოზე ზემოქმედების მქონე პროექტებზე გადაწყვეტილების მიღებისას მოქალაქეთა ჩართვის შესაძლებლობების შესახებ

» გაინტერესებთ, როგორ იღებენ სახელმწიფო უწყებები გადაწყვეტილებებს სამთო-მოპოვებითი, ქიმიური, მეტალურგიული საწარმოების, სასოფლო-სამეურნეო, ენერგეტიკული ან საგზაო ინფრასტრუქტურის და სხვა სახის პროექტების შესახებ

» რა ხდება მაშინ, თუ ფიქრობთ, რომ პროექტმა შესაძლოა, მნიშვნელოვანი ზეგავლენა იქონიოს თქვენზე, თქვენს ოჯახზე, თემზე ანდა ბუნებრივ გარემოზე?

» გაინტერესებთ, როგორ შეგიძლიათ თქვენ და თქვენს თანამოაზრეებს, ჩაერთოთ ასეთი პროექტების შესახებ გადაწყვეტილებების მიღების პროცესში, რათა დაიცვათ თქვენი უფლებები და ინტერესები? 

» შესაძლოა, დაგეგმილი პროექტი არ ახდენს თქვენზე უშუალო ზეგავლენას, მაგრამ გაქვთ ცოდნა ან ინფორმაცია, რომელიც დაეხმარება გადაწყვეტილებების მიმღებ პირებს სწორი, ინფორმირებული გადაწყვეტილების მიღებაში. გსურთ, ხმა მიაწვდინოთ მათ?

მაშინ, მწვანე ალტერნატივას ეს ონლაინ სემინარი თქვენთვისა!

როდის: ონლაინ სემინარი გაიმართება 27 ნოემბერს (პარასკევს), 12:00-დან 17.00 სთ-მდე (შესვენებებით).

კითხვების შემთხვევაში, დაგვიკავშირდით: ;
ტელ: (+99532) 222 38 74

სემინარი ტარდება მწვანე ალტერნატივას, ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის თბილისის ოფისთან თანამშრომლობით, მიმდინარე პროექტის – „ადვოკატირება მინერალური რესურსების გამჭვირვალე და პასუხისმგებლიანი მართვისთვის“ ფარგლებში.