დისკუსია - დიდი ჰიდროელექტროსადგურები კლიმატის ცვლილების კონტექსტში
ასოციაცია მწვანე ალტერნატივა გიწვევთ დისკუსიაზე მრგვალი მაგიდის ფორმატში, თემაზე: დიდი ჰიდროელექტროსადგურები კლიმატის ცვლილების კონტექსტში.
შეხვედრაზე განხილული იქნება დიდი ჰიდროელექტროსადგურების (ნამახვანის, ხუდონის და სხვ.) მშენებლობასთან დაკავშირებული პრობლემები კლიმატის ცვლილების კონტექსტში და ასევე მათი ზეგავლენა ადგილობრივ მოსახლეობაზე, ეკონომიკასა და გარემოზე. განხილული იქნება, აგრეთვე, საქართველოს ჰიდროენერგეტიკის სექტორის განვითარების მიმართულებების შესაბამისობა ევროკავშირის დირექტივებსა და მსოფლიოში არსებულ საუკეთესო პრაქტიკასთან.
შეხვედრა ჩატარდება 2011 წლის 31 ოქტომბერს, 16.00-18.00 სთ-ზე, ასოციაცია მწვანე ალტერნატივას ოფისში (ფალიაშვილის ქ. 27/29, მე-2 სართ.). შეხვედრა ღიაა დაინტერესებული პირებისა და ორგანიზაციებისთვის. მონაწილეობის სურვილის შემთხვევაში, გთხოვთ, დაგვიდასტუროთ მონაწილეობა 29 ოქტომბრამდე.
შეხვედრა ტარდება მწვანე ალტერნატივას პროექტის „ადგილობრივი თემების გაძლიერება იმერეთში, რაჭა-ლეჩხუმსა და სვანეთში“ ფარგლებში. პროექტი ხორციელდება აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის (EWMI) პროგრამის „საქართველოში საჯარო პოლიტიკის, ადვოკატირებისა და სამოქალაქო საზოგადოების განვითარების“ (G-PAC) ფარგლებში. ამ პროგრამის განხორციელება შესაძლებელი გახდა ამერიკელი ხალხის გულისხმიერი მხარდაჭერის შედეგად, ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დაფინანსებით.
ამ ღონისძიებით ასოციაცია მწვანე ალტერნატივა ასევე უერთდება საქართველოში მიმდინარე კლიმატის კვირეულს.