კლიმატის ცვლილება და ადგილობრივი თვითმმართველობა საქართველოში: მზადყოფნის შეფასება და საჭიროებები

კვლევის ძირთადი მიზანია ადგილობრივი თვითმმართველობების მიერ განხორციელებული და განსახორციელებელი ქმედებების ეფექტიანობის შეფასება, ცენტრალურ და მუნიციპალურ დონეებზე კლიმატის ცვლილების შედეგების შერბილების, ადაპტაციისა და მედეგობის კუთხით, რაც მოიცავს მაგრამ არ შემოიფარგლება შემდეგი ამოცანებით:

  • ადგილობრივი თვითმმართველობების უფლებამოსილებებისა და ვალდებულებების იდენტიფიცირება ადგილობრივ დონეზე კლიმატის ცვლილებასთან დაკავშირებული საკითხების მართვის ჭრილში;
  • ადგილობრივი თვითმმართველობის მიერ კლიმატის კრიზისის აღმოსაფხვრელად გადადგმული ნაბიჯებისა და მათი ეფექტიანობის შეფასება (მაგ. “მერების შეთანხმების” შესრულება, ადგილობრივი თემების მობილიზაცია, და სხვ.);
  • ადგილობრივი თვითმმართველობების ინსტიტუციური და სხვა შესაძლებლობების (მონაცემების შეგროვება, კვალიფიციური კადრები, ცოდნა, და სხვა) შეფასება კლიმატის ცვლილების ნეგატიური ზემოქმედებებისადმი მედეგობის კუთხით;
  • სამართლებრივი, ინსტიტუციური, ადმინისტრაციული თუ ფინანსური ბარიერების იდენტიფიცირება, რომლებიც აფერხებს ადგილობრივი მოსახლეობისთვის კლიმატის ცვლილებით გამოწვეულ და/ან გამწვავებულ საჭიროებებზე თვითმმართველობის ეფექტურ რეაგირებას;
  • კლიმატის ეროვნული პოლიტიკის დაგეგმვის საკითხებში ადგილობრივი თვითმმართველობების როლისა და ანგარიშვალდებულების კვლევა.